ქაბულის უნივერსიტეტში ქალები აღარ დაიშვებიან
“თალიბანის” მიერ დანიშნული, ქაბულის უნივერსიტეტის რექტორი, მუჰამად აშრაფ გეირათი აცხადებს, რომ დაწესებულებაში ქალებს ეკრძალებათ სწავლა და ლექციების წაკითხვა, სანამ “ნამდვილი ისლამური წესრიგი” არ დამყარდება.
ამის შესახებ პაკისტანური ტელეარხი – AJK იტყობინება.
“ამას, როგორც ქაბულის უნივერსიტეტის რექტორი, ვაცხადებ. სანამ რეალური ისლამური გარემო არ იქნება უზრუნველყოფილი ყველასთვის, ქალებს არ ექნებათ უფლება, უნივერსიტეტში ჩააბარონ ან იქ იმუშაონ. ჯერ ისლამი!” – ციტირებს რექტორის სიტყვებს ტელეარხი.
მუჰამად აშრაფ გეირათი ქაბულის უნივერსიტეტს 22 სექტემბრიდან ხელმძღვანელობს.