FBI: აშშ-ში 2020 წელს მკვლელობების რიცხვი 30%-ით გაიზარდა

შეერთებულ შტატებში 2020 წელს მკვლელობების მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 1.3 მილიონი ძალადობრივი დანაშაული იქნა ჩადენილი, რაც 5,6%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო. ამასთანავე, მაჩვენებელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა.

FBI-ის მონაცემით, გასულ წელს 18 ათასი მკვლელობაა აღრიცხული.

ანგარიშში ხაზგასმულია სროლასა და მკვლელობას შორის ურთიერთკავშირი. სიკვდილიანობის 2/3 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მკვლელობაა.

მიუხედავად იმისა, რომ განზრახ და უნებლიე მკვლელობების რიცხვი გაიზარდა, FBI იტყობინება, რომ ძარცვის რიცხვი შემცირდა 9,3%-ით, გაუპატიურებების კი – 12%-ით.

ამავდროულად, დამამძიმებელ გარემოებაში თავდასხმების რიცხვი 12,1%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები