კალაძე – სააკაშვილის ჩამოსვლაზე: ველოდებით, თუ ჩამოვა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. მისივე თქმით, ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.

„ველოდებით. ხალხიც დახვდება, ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. თუ ჩამოვა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარდება სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, ეს მასზეა დამოკიდებული. ჩამოვა – ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები