მედია: თურქულმა ძალებმა სირიაში რუსულ ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს

კვირას თურქულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შვეულმფრენს, რომელიც ასრულებდა მისიას სირიის ჩრდილოეთით, ალ-ჰასაკას პროვინციის გარეუბანში, – ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვერტმფრენმა სარაკეტო დარტყმის თავიდან აცილება შეძლო.

Hawar News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოფელ არ-დარდარაში მომხდარის დროს რუსულ ბაზასთან ახლოს ვერტმფრენებმა ცეცხლით უპასუხეს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებს და იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია.

რუსული თვითმფრინავები ზედიზედ მეორე დღეა, ახორციელებენ იერიშებს ჩრდილოეთ სირიაში, სადაც ბაშარ ასადის ძალების წინააღმდეგობის უკანასკნელი დასაყრდენი რჩება. კვირას, ალეპოს ჩრდილოეთით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა, – იტყობინება სირიის ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები