სიდნეი ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვებს აუქმებს

პირველი დეკემბრიდან, ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ეს შეეხებათ მხოლოდ ვაქცინირებულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გადაადგილების შეზღუდვა სიდნეიში 11 ოქტომბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით თანდათანობით მოიხსნება, რადგან ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%, 80%-ია და 90%-ს აღწევს.

მათ კი, ვინც სრულად ვაქცინირებულები არ იქნებიან, აეკრძალებათ ვაქცინირებულებთან კონტაქტი, მაღაზიებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლა და ღონისძიებებზე დასხწრება.

“თუ გსურთ, მეგობრებთან ერთად მიირთვათ საკვები და სახლში მიიღოთ სტუმრები, უნდა გაიკეთოთ ვაქცინაცია”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გაკონტროლდება არავაქცინირებულთა საქმიანობა და რა ზომებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები