მაკრონი ფოტოგრაფს საცურაო კოსტიუმში მისი გადაღების გამო უჩივის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფოტოგრაფ ტიბო დალიფარდის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომელმაც პრეზიდენტი, შვებულების დროს, ჰიდროციკლზე და საცურაო კოსტიუმში გადაიღო.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

მაკრონის თქმით, ასეთი ფოტოების გამოქვეყნება არის პირად სივრცეში შეჭრა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დალიფარდმა ფოტოები ჟურნალ Voici-სთვის 2020 წელს გადაიღო, როდესაც მაკრონი შვებულებაში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ერთ ფოტოზე ის საცურაო კოსტიუმშია ბრიჯიტთან ერთად, მეორეში – ჰიდროციკლით.

ფოტო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ჰიდროციკლით გადაადგილდება, პრეზიდენტებისთვის მიძღვნილ გამოფენაზე მოხვდა.

დალიფარდის თქმით, მას ელისეის სასახლიდან დაუკავშირდნენ და ფოტოს ჩამოხსნა სთხოვეს. თუმცა, ფოტოგრაფის თქმით, “ჰიდროციკლიან ფოტოზე ნაჩვენებია ახალგაზრდა, დინამიკური პრეზიდენტი კენედის სტილში, ამიტომ, სურათში ცუდს ვერაფერს ვხედავ”.

ადრე, საფრანგეთის სასამართლომ 62 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეურაცხყოფის გამო, რომელმაც სახელმწიფოს მეთაური ადოლფ ჰიტლერის სახით წარმოაჩინა, რაც იყო პროტესტი COVID-19-თან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები