სამარაში, სახლში გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა

სამარის ოლქის სოფელ ოლგინოში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რეგიონის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარს ემსხვერპლა ორი გოგონა – 2021 და 2014 დაბადებულები, ასევე, 2018 წელს დაბადებული ბიჭი.

პროკურატურის ინფორმაციითვე, სახლში მშობლები 6 ბავშვთან ერთად ცხოვრობდნენ. სამი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა მამისა და თვითმხილველების მიერ.

წინასწარი გამოძიებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები