აშშ-ში რუსული ვაქცინით – Sputnik V​- ით აცრილებს არ შეუშვებენ

აშშ-ში ნოემბრიდან უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს აეკრძალებათ შესვლა, ვინც არიან აცრილები ვაქცინებით, რომლებიც არ არის გამოყენებისთვის ნებადართული ჯანმო-ს ან შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოების მიერ. კერძოდ, საუბარია რუსულ Sputnik V-ზე.

Washington Post-ი წერს, რომ რუსული ვაქცინა გამოყენებისთვის ნებადართულია 70 ქვეყანაში, სადაც, ჯამურად, 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში კი რუსული პრეპარატის 448 მილიონი დოზაა შესყიდული.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ტუროპერატორებმა უცხოური ვაქცინის შეყვანის ტურების გაყიდვა დაიწყეს. როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია ლომიძემ თქვა, ასეთი ტურის ღირებულება, რომელიც მხოლოდ 3 დღეს გრძელდება, 50 ათასი რუბლიდან იწყება და ყველაზე პოპულარული მიმართულებებია სერბეთი და გერმანია.

ჯანმო-მ გასულ კვირას რუსული ვაქცინის შემოწმების პროცედურა შეაჩერა იმის გამო, რომ ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში სპეციალისტებმა “წარმოების დადგენილი წესის შესაბამისობა” ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები