იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა უქმდება

30 სექტემბერს იაპონიის ყველა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აღარ მოუწევს ყოფნა, თუმცა, მაინც დარჩება გარკვეული შეზღუდვები კვების ობიექტებსა და ფართომასშტაბიან ღონისძიებებთან დაკავშირებით კიდევ ერთი თვით. ამ დროისთვის, ქვეყანაში რესტორნები მხოლოდ 20:00 საათამდე მუშაობენ და ალკოჰოლის გაყიდვა ეკრძალებათ. ორ დღეში მათი სამუშაო დრო 21:00 საათამდე გადაიწევს და ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებული შეზღუდვაც მოიხსნება. იაპონიის მოსახლეობის თითქმის 60%-ია აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები