ბაიდენი Pfizer-ის მესამე დოზით აიცრა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი Pfizer-ის “ბუსტერ” დოზით აიცრა, და თქვა, რომ მესამე დოზას მის მეუღლეს, ჯილსაც შეუყვანენ.

78 წლის პრეზიდენტი არ დაეთანხმა მისი ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას იმის შესახებ, რომ ჯერ მსოფლიოს მასშტაბით უნდა გადანაწილდეს თანაბრად ვაქცინა, და შემდეგ მოხდეს მესამე დოზების შეყვანა. მისი თქმით, გადანაწილების პროცესში “ჩვენს წვლილს შევიტანთ”.

გასულ კვირას ბაიდენმა თქვა, რომ რევაქცინაცია უფასო იქნება. მისი თქმით, ამჟამად ბუსტერ დოზის მიღების უფლებით 60 მილიონი ამერიკელი სარგებლობს.

რეკომენდაციის მიხედვით, რევაქცინაციას გაივლიან 65 წელს ზემოთ პირები, ასევე მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები, ინფიცირების მაღალი რისკ ჯგუფში შემავალი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები