Reuters: ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა 14 ჯარისკაცი, 5 პოლიციელი და სამოქალაქო თავდაცვის ძალების 3 წევრი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ნიგერთან საზღვარზე მდებარე ბაზას დაესხნენ თავს.

მანამდე შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ არმიამ „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციის“ ტერორისტების თავდასხმა მოიგერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები