საბერძნეთში “დელტა” შტამის გავრცელების მეხუთე ტალღას პროგნოზირებენ

საბერძნეთში არავაქცინირებულ მოსახლეობაში Covid-19-ის მეხუთე ტალღის აფეთქებაა მოსალოდნელი,- განაცხადა Antenna TV-ს ეთერში ათენის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიის პროფესორმა, ნიკოს ტომაიდისმა.

მისი თქმით, ქვეყანაში მეოთხე ტალღის პიკი ოქტომბერში იქნება და დღეში 3500 ინფიცირებულს მიაღწევს.

ამასთან, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უკვე თვის ბოლოს შესაძლებელია მეხუთე ტალღის დაწყება.

”ინფიცირება გაიზრდება, მათ შორის, ვინც არ არის აცრილი. მეხუთე ტალღა შეიძლება, გველოდებოდეს ოქტომბრის ბოლოს,” – თქვა მან.

ამჟამად, საბერძნეთის ჯანდაცვის ორგანოები დღეში 1100 ახალ შემთხვევას აფიქსირებენ. 26 სექტემბერს ვირუსს 24 პაციენტი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები