ბელარუსში, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას პრემია მიენიჭა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, ბელარუსიელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს, მარია კოლესნიკავას ადამიანის უფლებების დაცვისთვის ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია მიენიჭა, – ინფორმაციას “დოიჩე ველე”ავრცლებს.

2020 წლის ზაფხულში კოლესნიკოვა გახდა ოპოზიციური მოძრაობის ერთ -ერთი ყველაზე ცნობადი სახე, რომელმაც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 9 აგვისტოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ის ყოველთვის იყო დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქციების სათავეში.
არჩევნებამდე DW- სთან ინტერვიუში კოლესნიკოვა აცხადებდა, რომ მისთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ მისი დაკავება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა.

„მაგრამ, მე ეს არ მაჩერებს და არ მეშინია. მე ვიცი, რომ ცვლილებები, რომლებიც დაიწყო ბელარუსის საზოგადოებაში, გარდაუვალია“, – აცხადებდა კოლესნიკოვა.

ოპოზიციონერები, მარია კალესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი გასული წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მინსკის სასამართლომ მათ 6 სექტემბერს 11 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, ჩეხი პოლიტიკოსის, ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია 2013 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები