დიმიტრი პესკოვი: უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ინფრასტრუქტურის გაფართოება წითელი ხაზების გადაკვეთას ნიშნავს

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს შესაძლო გაფართოების საკითხი არაერთხელ განიხილეს, – ინფორმაციას გამოცემა “როიტერი “ავრცლებს.

„პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო გაფართოების თემა არაერთხელ ახსენა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.

კითხვაზე, რა საპასუხო ზომების მიღება შეუძლიათ რუსეთსა და ბელარუსს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა:

“ეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული ქმედებები იქნება”.

კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ინფრასტრუქტურის გაფართოება წითელი ხაზების გადაკვეთას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები