ჰონგ კონგში ორი წლის ბავშვი მე-10 სართულიდან გადავარდა და გადარჩა

ჰონგ კონგში ორი წლის ბავშვი მეათე სართულიდან გადავარდა და გადარჩა, ის საავადმყოფოში მიყვანის დროს სუნთქავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა.

აღინიშნება, რომ ბავშვის 36 წლის დედა სახლიდან დილის 09:00 საათზე გავიდა და სკოლაში უფროსი შვილი წაიყვანა. მისი არყოფნის დროს, ბიჭუნა გაიღვიძა, ავიდა საწოლის თავზე, საიდანაც შეძლო ფანჯარასთან მისვლა და გადავარდა.

პოლიციას ადგილობრივმა დაურეკა, როდესაც ტროტუარზე ბავშვი აღმოაჩინა.

ბავშვი საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ბავშვის დედას, ინდონეზიის მოქალაქეს, სავარაუდოდ, დააკავებენ “ბავშვების მიმართ უხეში მოპყრობის” ბრალდებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები