მაკრონს კვერცხი ესროლეს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ლიონში, სადაც ის გამოფენას სტუმრობდა, დაუდგენელი საგანი ესროლეს, რომელიც კვერცხს ჰგავს.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საგანი, რომელიც კვერცხს ჰგავს, საფრანგეთის პირველ პირს მხარში მოხვდა.

მამაკაცი, რომელმაც ნივთი ისროლა, დაკავებულია.

8 ივნისს ემანუელ მაკრონს დრომის დეპარტამენტში, ტენ-ლ’ერმიტაჟის ლიცეუმთან პირმა სილა გააწნა. მაკრონი შეკრებილებთან მისალმების მიზნით იყო მისული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები