ირაკლი კობახიძე: “კანონიერი ქურდებით” წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან

 

“კანონიერი ქურდებით წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებს მოიგებს.

„კანონიერი ქურდებით წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ერს და ბერს არჩევნებში, ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. ერი და ბერი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ამის საფუძველზე ძალიან მყარად მოვიგებთ არჩევნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები