გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ნდობა არ გაამართლა

 

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ახლა უკვე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას, მას 2021 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადება გაახსენეს.

რამდენიმე თვის წინ ის ამბობდა: „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობას აქვს თავისი ახსნა, რაშიც, ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ქვეყანამ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და, ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება“.

კითხვაზე, ისევ მოაწერდა თუ არა ხელს საკუთარ სიტყვებს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა თქვა: „არა. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები