ამირან გამყრელიძე: „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის აცრაც აღარ არის უკვე საკმარისი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მუტირებული ვარიანტის “დელტა” შტამის გამო აუცილებელია, ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდეს და მოსახლოების იმაზე მეტი რაოდენობა აიცრას, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა საჭიროდ.

„დღეს გყავს მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტი აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60 პროცენტი, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60 პროცენტიც აღარ არის უკვე საკმარისი. „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი. ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ, უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაციის პროცესი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი 16 სექტმებრის შემდეგ შენელდა. ამის მიზეზად კი მოსახლოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს.

“დღევანდელი ვაქცინაციის სტატუსით კმაყოფილი არ ვართ. სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან ქვეყანაშ აცრების მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას. უნდა მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ ვართ აცრილი, მეტად ვართ დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები