ელისო ბოლქვაძე ფრანგული ჟურნალის დირექტორებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ელისო ბოლქვაძე პარიზში, ფრანგული ჟურნალის Diapason-ის დირექტორებს, ემანუელ დუპუისა და ეტიენ განიუშოს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრაზე შემუშავდა გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული კლასიკური და პოლიფონიური მუსიკის პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას.

„ჟურნალი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ფართო მუსიკალურ საინფორმაციო გამოცემას, რომელიც მრავალმილიონიან მკითხველს მოიცავს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები – პაატა მაჭავარიანი და ვარლამ ბაძაღუა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები