კულუმბეგოვი: მხარს ვუჭერ დაავადების მქონე, 12-15 წლის ბავშვების აცრას და ბუსტერს რისკჯგუფის, პროფესიის, ასაკის მიხედვით

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მხარს უჭერს ჯერ 12-დან 15 წლამდე ასაკის, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების, შემდეგ კი – ბუსტერული, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციას.

“12-15 წლის, რისკის მქონე დაავადების ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტინგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში! 6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული, ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია…) ხალხისთვის!

პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია, გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროებული”, — წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები