ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები საერთო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის, თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას ეფუძნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა საბერძნეთის პრემიერმინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის განვითარებას. პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ ასოცირებული პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ დაფასებას, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საქართველოს პრემიერმინისტრმა საბერძნეთს გაერო-ში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების თანაავტორობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები