კალაძე – „ენკა”-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ენერგეტიკის დარგისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, ძალიან სწრაფად უნდა მოიძებნოს ინვესტორი

თბილისის მერისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, „ენკა”-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ენერგეტიკის დარგისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და აუცილებელია, სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც ამ პროექტს განახორციელებს.

„ენერგეტიკის დარგისთვის, პირდაპირ ვიტყვი, უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება. ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია, მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რათა ენერგეტიკულად ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი.ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები