ირაკლი ზარქუა – ნიკა მელიაზე: როგორც კი დაიწყო დებატები, ერთ-ერთი უსუსური კანდიდატი აენთო და წავიდა

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ თბილისის მერობის კანიდატებს შორის გამართული დებატების დატოვებას გამოეხმაურა და მელიას „უსუსური კანდიდატი” უწოდა.

„როგორც კი დაიწყო დებატები, ერთ-ერთი უსუსური კანდიდატი აენთო და დატოვა იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, მას მოუწევდა პასუხის გაცემა აღებულ პრემიებზე, დანამატებზე, არშესრულებულ დანაპირებებზე, რაც ნიკა მელიას და მისი გუნდის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით კვატს რომ დაუსვა კითხვა, 9 წლის თავზე კი არა, ახლა გვაქვს გამოწვევები და მაშინ მით უმეტეს პრობლემები იყო და იმ პრემია-დანამატს რაში იღებდიო, ხომ „გაიჭედებოდა“, ამიტომ, თავი აარიდა და წავიდა სახლში. სწორედ ასე მოუწევს გაქცევა 2 ოქტომბერსაც, ოღონდ – პოლიტიკური სარბიელიდან. აგერ თქვენ და აგერ მე“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები