ორმხრივი და რეგიონული, თანამშრომლობის საკითხებზე საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში.
„ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
Fruitful discussions w/@RTErdogan on matters of bilateral and regional cooperation. Discussed prospects of deepening 🇬🇪-🇹🇷 strategic partnership in pursuit of regional peace and stability. pic.twitter.com/MxyTyAHBBx
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 22, 2021