არის თუ არა საჭირო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზები – ზაზა წერეთლის განმარტება

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ” დოზის საჭიროებას ადასტურებს.

მისი თქმით, მრავალმა კვლევამ დაადგინა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები, რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, “ბუსტერ” დოზის გაკეთებას საჭიროებენ.

“ჩატარდა უამრავი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ მოსახლეობაში, რომელიც არის 60 წლის ზემოთ ასაკის და რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათი იმუნიტეტი არცთუ ისე ძლიერია 2 დოზის შემდეგ და მათთვის აუცილებელია “ბუსტერ” დოზა. ეს აჩვენა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა და, ამიტომ, მეც ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა სწორი გადაწვეტილება მიიღეს, რომ დაიწყეს “ბუსტერ” დოზის გამოყენება.

დღეს გამოაქვეყნა თავისი შედეგი Johnson & Johnson-მა და, როგორც იცით, ეს არის ვაქცინა, რომელიც ერთ დოზას იყენებს, მაგრამ დღეს Johnson & Johnson-მა წარადგინა ოფიციალურად თავისი კვლევების შედეგები წამლების სააგენტოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის მოთხოვნით, რომ კარგი იქნება, თუ “ბუსტერ” დოზა დაემატება Johnson & Johnson-საც”, – ამბობს ზაზა წერეთელი “რუსთავი ორთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები