პოლონელმა ჟურნალისტებმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პოლონელი ჟურნალისტების პრეს-ტურს უმასმინძლა. პოლონეთის წამყვანი ონლაინ გამოცემებისა და რადიო კომპანიების 5 ჟურნალისტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა.

პრეს-ტურში წარმოდგენილ GAZETA.PL-ს ვებ-გვერდს თვეში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ტურში ასევე მონაწილეობდნენ RADIO KRAKOW, RADIO KULINARNE,
POJECHANA და MAGICZNY SKŁADNIK ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.

პრეს-ტურის ფარგლებში, წამყვანი პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს და აეროპორტის მუშაობის სპეფიციკას ადგილზე გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა პოლონეთის ოთხი ქალაქიდან: ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი და კატოვიცე ხორციელდება. 28 სექტემბრიდან კი კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისიდან მოხვედრა პოლონეთის მეხუთე ქალაქში – კრაკოვის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები