დავით ზალკალიანი: პრემიერმინისტრი გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა

“საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში, რომელიც გაიმართება ნიუ იორკში”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმინისტრი, გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ.

“ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც დაგეგმილია ასევე წელს და გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. გენერალური ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამოჩენილი იმ პოზიციიდან, რაც ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციას განაპირობებს”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები