ცესკო: გვინდა, გამოვეხმაუროთ საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას
ცესკო ეხმიანება საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობაზეც. ჯგუფი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტდა არასამთავრობო სექტორის მიერ, ხოლო ცესკო-მ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში მას აღმოუჩინა ყოველგვარი მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესების დაზიანების მიზნით შექმნის დღიდან, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე დაკავებულია ხსენებული ჯგუფის წევრების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, რაც სავარაუდოდ გახდა რამდენიმე წევრის მიერ ჯგუფის დატოვების მიზეზი.
ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლად, საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით დარეგისტრირდა მანიპულაციის საგანი გახდა აგრეთვე, დამკვირვებელ ორგანიზაციად ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის რეგისტრაციის საკითხიც, იმაზე აპელირებით, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული რეგისტრაცია.
ცესკო მოქმედებს კანონმდებლობის დაცვით – ბელორუსის ცესკო ერთ-ერთ სხდომაზე დარეგისტრირდა კომისიის ჩვიდმეტივე წევრის მხარდაჭერით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მსჯელობა ცესკო-ს პრეროგატივას არ წარმოადგენს. ბელორუსის საარჩევნო ადმინისტრაცია არის არაერთი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.
საქართველოში არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის სტატუსით აკვირდება 2010 წლიდან. ამ დროისთვის, ცესკო-ში 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დარეგისტრირებული და ყველა მათგანის რეგისტრაციას ცესკომ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი. ცესკოს კვლავაც, ყველა საჯარო განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა იყოს უზუსტო ან მიზანმიმართული სიცრუე, ექნება სათანადო რეაგირება და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.