მეუფე იაკობი: გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა, რომ მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები

არ მიკვირს, ეს რომ ხდება, რადგან არჩევნები მოახლოვდა და თუ შევხედავთ სიტუაციას, უნდა მივხვდეთ, რა ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა, – ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„თქვენ გახსოვთ, მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. მე ეს აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებისგან ასეთ რამეს უარყოფდა. მე სიმართლეს ვლაპარაკობდი.

ვისაც გიორგი გახარია ავალებდა, რამდენიმემ მითხრა და თან სხვადასხვა მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად ასე იყო. ბრძანება მოდიოდა გიორგი გახარიასგან, თავად მას კი ვინ აძლევდა ბრძანებას, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან ალბათ არ იყო. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ გახარია მოსკოვის კაცია“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები