ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო johnson & johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რვა თვის წინ, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აკრძალა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ დამზადებული ვაქცინების იმპორტი.

პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ადმინისტრაცია საზოგადოების ზეწოლის ქვეშ არის, რომელიც ვაქცინების წყაროების გაფართოებას ითხოვს.

„Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინა დამტკიცებულია“, – განაცხადა ირანის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ რეზა შანეჰსაზიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები