პრემიერმინისტრი სრულად ვაქცინირებულია

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური “ფაიზერის” მეორე დოზით დღეს აიცრა.

ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები