ირაკლი ღარიბაშვილი: მქონდა საუბარი საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას სასულიერო პირებთან სავარაუდო ჩანაწერების საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა და მათ დაჰპირდა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ „ბინძური კამპანიის“ შესაჩერებლად. ამ თემაზე პრემიერმინისტრი ჟურნალისტებს ესაუბრა.

„რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მეუფეებსა და საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი წუხილი, ჩემი პოზიცია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს. რა თქმა უნდა, მედიის როლი ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს მთელ ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები