ვინ არის ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა – ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კონფლიქტში 2 პირი მონაწილეობდა, ერთი დაჭრილი და მეორე – მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილით მიიმალა.

ანჯაფარიძის ქუჩაზე გასროლის ხმა, დაახლოებით, 9-ჯერ გაისმა.

რას მოჰყვა დაპირისპირება, ამ დროისთვის, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები