ვოლსკი: ინტენსიურად არის საუბრები, რომ საეჭვოდ ემთხვევა გახარიას გადადგომა და ჩანაწერის გავრცელება, მის გუნდს წვდომა ჰქონდა არა მხოლოდ ასეთ მასალებზე, არამედ – მომზადებაზეც

“რა დასამალია და, საზოგადოებაშიც უკვე ინტენსიურად არის საუბარი იმაზე, რომ საკმაოდ საეჭვოა დამთხვევები გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასა და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას შორის. სამწუხაროა, გიორგი გახარიამ სახელმწიფოსთვის საგანგებოდ დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა და მართლაც იმის გამკეთებელია, რაზეც დღეს საზოგადოების ნაწილი საუბრობს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიას გუნდს წვდომა ჰქონდა არა მხოლოდ ასეთ მასალებზე, არამედ – ასეთი მასალების მოსამზადებლადაც.

„გამოძიების შედეგებით ჩემს სიტყვებს უკან სიამოვნებით წავიღებდი, მაგრამ ახლა ამის თქმის საფუძველი გამაჩნია. გიორგი გახარიას ამ გუნდს წვდომა ჰქონდა არა მხოლოდ ასეთი მასალების ხელში ასაღებად, არამედ ასეთი მასალების მოსამზადებლად. ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ ასეთი მასალების შექმნის საშუალებებსა და რესურსებზე. ნუ გვავიწყდება, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდიც, რომელსაც შეეძლო და ხელეწიფებოდა, შეექმნა, მოამზადებინა, გადაეცა და გაევრცელებინა მასალები, რითაც მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ის ქვეყანას მართავდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები