ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გამომცემლობის – Vinisfera ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გამომცემლობის Vinísfera ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღვინის მოხმარების კუთხით, პოლონეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, გამორჩეული რესტორნებით, ღვინის ბარებით, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრებით; შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. დეგუსტაციას რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის, სასტუმრო ქსელების, ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოზნანში, ძირითადად, ის ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთის ბაზარზე ადგილს ახლა იმკვიდრებენ. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,7 მლნ ბოთლს შეადგენს; ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით, 30%-მდეა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.