კულტურის სამინისტრო, სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, კიდევ ხუთ ახალ კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურის სამინისტრომ, სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, კიდევ ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა.

ინფორმაციას კულტურის სამინიტრო ავრცელებს.

„სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატების ხელშეწყობა“ (ბიუჯეტი 20 000 ლარი); „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა“ (ბიუჯეტი 20 000 ლარი); „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ (ბიუჯეტი 500 000 ლარი); ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა (მეორე ეტაპი) (ბიუჯეტი 50 000); „ახალი ქართული წიგნი“ – საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა (მეორე ეტაპი) (ბიუჯეტი 50 000).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები