მარინა კალიურანდი: სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, პატივი სცეს ეუთო/ოდირ-ის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
“სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, პატივი სცეს ეუთო/ოდირ-ის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ”, – ამის შესახებ ევროპარამენტის წევრი, მარინა კალიურანდი წერს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი შეიკავოს საქართველოში პროვოკაციებისგან და თავისი პოლიტიკური კაპიტალი დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.
„ევროპარლამენტის წევრების მიხეილ სააკაშილთან შეხვედრაზე, მე მოვუწოდე მას, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის, პატივი სცეს ეუთო/ოდირ-ის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ“, – წერს მარინა კალიურანდი.
