კახა კალაძე: ადამიანურად გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ვაკის რაიონის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა მოქალაქემ იკითხა, რას ფიქრობს, რატომ არ ენდობა გიორგი გახარია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რის გამოც ის აპირებს ნარკოტესტის ევროპის ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში ჩატარებას, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის გულდასაწყვეტია გიორგი გახარიას განხადებების მოსმენა.

„არ ვიცი, გაუგებარია ჩემთვის განცხადებები, რაც ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. არ მეგონა თუ ასეთი პანიკა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ადამიანურად გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები