რეფერენდუმი შარლ მიშელის შეთანხმებაში ნახსენები არ არის – გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად არის მოხსენიებული.

ვაშაძის თქმით ეს სიტყვა დოკუმენტში ნახსენები არ არის.

„რეფერენდუმი ამ შეთანხმებაში ნახსენები არ არის. არ ვიცი ვინ რა თქვა, მე ჩემს სიტყვებზე ვაგებ მარტო პასუხს. მეტიც შემიძლია გითხრათ, მმართველმა გუნდმა, იმ ადამიანებმა, ვინც კონსტრუქციულად მონაწილეობდნენ (ყოველ შემთხვევაში სანამ მე იქ ვიყავი) მოლაპარაკებაში, არაერთხელ ზეპირად დაადასტურეს, რომ თუ 43%-ზე ნაკლებს აიღებს „ქართული ოცნება“, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს“, – აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის რეფერენდუმი საქართველოს არსებული ხელისუფლების ნდობის თაობაზე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები