ნათია თურნავა: ჩვენმა გუნდმა ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ

“სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის, ჩვენი პროგრამებით, შიდა ქართლში 20-მდე სხვადასხვა მცირე და საშუალო საწარმო ამოქმედდა, 10-მდე მცირე სასტუმრო გაიხსნა, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, კვლავაც მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, ასევე, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ქართული ოცნების” კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მთელ საქართველოს, მათ შორის, კასპის მუნიციპალიტეტს მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ, კერძო საკუთრების პატივისცემა და ხელშეუხებლობა. ეს არის მთავარი ღირებულება და დანარჩენი, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს და თქვენს რეგიონს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, კასპის მუნიციპალიტეტი, მთლიანად შიდა ქართლი მდიდარია თავისი სამეწარმეო ინდუსტრიული ტრადიციებით.

მისივე განცხადებით, გარდა ამისა, რეგიონში განვითარდა სხვა ტიპის წარმოება, მათ შორის, ქაღალდის, ავეჯის, სხვადასხვა საშენი მასალის, პლასტმასის და ბევრი სხვა პროდუქციის წარმოება, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს სიღარიბის დაძლევას, დამოუკიდებელ სტაბილურ შემოსავალს ოჯახებს და ახალ სამუშაო ადგილებს. „რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, რადგან ჩვენ მემკვიდრეობით გადმოცემულ ძალიან ბევრ პრობლემას ვებრძოდით და თან განვითარებას ვეხმარებოდით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მასშტაბური დაფინანსება გამოიყოფა ყველა რეგიონში მცირე წარმოებებისთვის.
„2,5 მლრდ ლარის დახმარება, თანადაფინანსება იქნება გამოყოფილი სხვადასხვა რეგიონისა და დარგისთვის, რომელიც აძლიერებს ქართულ წარმოებას, ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგებისთვის”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები