ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში დაგეგმილ საპარლამენტო აქტივობებზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად შესაბამისი კომიტეტები განსაზღვრა.

პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუას არჩევის საკითხი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა სეფაშვილი დაასახელა. მიმდინარე კვირაში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე გიორგი ფანგანის წარდგინებას განიხილავს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციას მოისმენს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აუდიტების ანგარიშების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები