საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა

“საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-დან 47%-მდე გაიზარდა, მაგრამ ესეც არაფერია. თანდათანობით, 80-90%-ზე უნდა ავიდეთ. თუ 95%-ზე ავალთ, უფრო მარტივად შევაკავებთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ტრანსპორტში – ვატარებთ თუ არა პირბადეს. აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებული იყო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ და, რაც მთავარია, აცრების უფრო გააქტიურებისკენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აცრების მაჩვენებელი გავზარდოთ. რეკომენდაციების დაცვა და აცრების გააქტიურება საშუალებას მოგვცემს, თანდათან, ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები