ამირან გამყრელიძე: სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია

“ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილურობის ტენდენცია გრძელდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისთვის აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი მიდის დამშვიდებისკენ. ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას გაუმჯობესებისკენ. ეს ჩვენ თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია, ასევე, უნდა ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები