ირაკლი კობახიძე: შეთანხმება ანულირებულია, შესაბამისად, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატების დანიშვნა ჩვენი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატების დანიშვნის ინიციატივას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განიხილავენ.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული, რომელიც ამჟამად ანულირებულია და, შესაბამისად, ამ ინიციატივის აღსრულება მმართველი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
„იცით, რომ შეთანხმება ანულირებულია, თუმცა, ანულირებასთან ერთად ვთქვით, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ და ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ ასეთი კონსულტაციები შედგება და იქ მიიღება ამ ყველაფერზე გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.