ზურაბ აბაშიძე – „მოსახლეობის მხარდაჭერით, ახალი ინიციატივებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების პროცესს”

უკანასკნელ წლებში მთაწმინდაზე არაერთი წარმატებული ურბანული პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხარდაჭერით, მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი, ახალი ინიციატივებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების პროცესს“, – განაცხადა „ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ამჯერად გალის, იაკობ ნიკოლაძის, შარაშიძის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, შიო მღვიმელისა და ანანურის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.  

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ის ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას და ისმენს მათ მოთხოვნებსა და პოზიციებს რაიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა მთაწმინდის განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული როგორც რაიონისინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევეადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელიპირობების გაუმჯობესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები