ვატო შაქარიშვილმა ათონელის ქუჩის მცხოვრებლებს სოფელი დიღმის წარმომადგენლობის შექმნასთან დაკავშირებით იდეა გააცნო

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

შაქარიშვილი სოფელ დიღომში ათონელის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე, ისევე როგორც მთელ სოფელ დიღომში, უმთავრეს პრობლემად ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და მიწების რეგისტრაცია რჩება.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, წლებია, სოფელი დიღმის მოსახლეობა ვერ ახერხებს დაირეგისტრიროს მამა-პაპისეული მიწები და საცხოვრებლები. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, უნდა გამოცხადდეს საყოველთაო ლეგალიზაცია.

შაქარიშვილმა ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს სოფელი დიღმის წარმომადგენლობის შექმნასთან დაკავშირებით იდეა გააცნო. ,,მუნიციპალიტეტმა აუცილებლად უნდა გახნას წარმომადგენლობა სოფელ დიღომში. მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს პირი, რომელიც იქნება მათი უშუალო შუამავალი როგორც მაჟორიტართან, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან,” – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები