წინანდლის ფესტივალის მესამე სეზონი ბრუნდება

8-19 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის მესამე სეზონი 12-დღიანი პროგრამით ბრუნდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წინანდლის მამულში მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული 24 არტისტი წარდგება 23 დაუვიწყარი კონცერტით.
დირიჟორების შემადგენლობა – ჯანანდრეა ნოზედა, ქრისტოფ ეშენბახი, ლაჰავ შანი და პინკას ცუკერმანი
სოლისტები – იეფიმ ბრონფმანი, ლიზა ბათიაშვილი, მათიას გოერნე, ელენა ბაშკიროვა, თომას ჰემფსონი, მიხაილ პლეტნიოვი, ვადიმ რეპინი, ფაზილ საი, სერ ანდრაშ შიფი, ალექსანდრ რამი, სერგეი რედკინი, ამანდა ფორსაიტი, მაო ფუჯიტა, მარკ ბუჩკოვი, ბლითე ენგსტროემი, სტატის კარაპანოსი და თომას ქუასტოფის ჯაზ ბენდი.
2021 წელს კლასიკური მუსიკის დღეები წინანდალში გაიხსნა ონლაინფორმატში.
წინანდლის მამულის ღია დარბაზში, მაყურებლის გარეშე, შესრულდა მორის რაველის სიმფონიური სუიტა#2 „დაფნისი და ქლოა“ და მიეძღვნა კოვიდპანდემიის შედეგად დაღუპულებს და მათ ოჯახებს.
წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია „სილქნეტი“; გენერალური პარტნიორი –  „თიბისი კონცეპტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები