“მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები” – პროკურატურა მეგის ქარდავას უკრაინაში დაკავების ფაქტს ადასტურებს

 

საქართველოს გენერალური პროკურატურაში, უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უკრაინიდან საქართველოში ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა. 2018 წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები