ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება” რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი, ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ
“იმაში, რომ „ქართული ოცნება” ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ჩვენს ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.
„ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი გვექნება საშუალება, ამოვისუნთქოთ და რეალურად საქმეზე მოვახდინოთ კონცენტრირება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, რაც მთავარია, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, რომ მართლაც გამორჩეული არჩევნები ჩავატაროთ. გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.